31 May 2012

(IV-კვირა) საბავშო ბაღში:)

   დღეს ერთ–ერთ საბავშო ბაღში ვიყავით ვაკისპარკთან, პატარებს ბევრი ბუშტები მიბუტანეთ და სოფიო კინწურაშვილის "ლუკა– მარტოდმარტო ქვეყანაზე" წავუკითხეთ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გავაცანით და ვთხოვეთ ამ ზღაპარზე რაიმე დაეხატათ, პატარები ისე გულმოდგინედ შეუდგნენ ხატვას ცოტა არ იყოს შეგვშურდა კიდეც:)))   ძალიან სასაცილოები და მხიარულები იყვნენ, ხატავდნენ თავისუფლად და თან თვალებში შემოგვციცინებდნენ :) დადებითი ემოციებით ავივვსეთ, პატარებთან ურთიერთობა ყველაზე დიდი რელაქსაციაა.
 მათ  ნახატებს გადავცემთ სამხატვრო აკადემიის ილუსტრაციის სახელოსნოს სტუდენტებს.

http://www.youtube.com/watch?v=Luo5H74XWp8&feature=my_liked_videos&list=LLgr6vGaQ970lqu7uuR5_xeA













No comments:

Post a Comment