31 May 2012

(IV –კვირა)

 დღეს გადავწყვიტეთ რუთაველის მეტროს წინ ჩამოვსხდარიყავით, ჩვენი წიგნები მოგვემარჯვებინა და  შევდგომოდით ჩვეულ საქმეს. ეს ადგილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ყოველთვის ბევრი ხალხი დადის, მეტროში შემსვლელ–გამომსვლელები, თუ ისე გამვლელი ადამიანები. ჩვენი დაჯდომა და წვიმის დაწყება ერთი იყო , თუმცა  გადავწყვიტეთ ფეხი არ მოგვეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დავსველდით წვიმამ მაინც მალე გადაიღო და ჩვენც ამოვისუნთქეთ. სანამ მოგვიახლოვდებოდნენ გამვლელები, ყველას ეგონა, რომ რაღაცას ვაპროტესტებდით და შეშფოთებულები გვეკითხებოდნენ: "რას აპროტესტებთ?", იმის შემდეგ რაც ბანერს გადაიკითხავდნენ ღიმილი აძლიერებდა მათ მიმიკებს და გამამხნევებელი შეძახილებით გვავსებდნენ.  სიმართლე რომ გითხრათ, მიუხედავად ამ ადგილის ხალხმრავლიანობისა, ესეთ დადებით ემოციებს მაინც  არ ველოდით ხალხისგან.
ეს ღონისძიება, ჩვენი იმ რამდენიმე ღონისძიებათაგანი იყო, რომლებიდან წასვლაც აღარ გვინდა ხოლმე და მანამდე არ ვიცვლით "ფეხებს" სანამ არ დაგვიბუჟდება :)))
რამდენიმე სრულიად უცნობმა ადამიანებმა, ჩვენს გვერდით  დაჯდომის სურვილიც გამოთქვეს და საკუთარი წიგნების კითხვას შეუდგნენ და ისევ არ შემიძლია არ აღვნიშნო ბავშვების ღფრთოვანება გამომცემლობის ფერად ლოგოებზე, რომლებიც მათი წყალობით აღარ შეგვრჩა:)))












No comments:

Post a Comment