31 May 2012

(IV-კვირა) საბავშო ბაღში:)

   დღეს ერთ–ერთ საბავშო ბაღში ვიყავით ვაკისპარკთან, პატარებს ბევრი ბუშტები მიბუტანეთ და სოფიო კინწურაშვილის "ლუკა– მარტოდმარტო ქვეყანაზე" წავუკითხეთ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გავაცანით და ვთხოვეთ ამ ზღაპარზე რაიმე დაეხატათ, პატარები ისე გულმოდგინედ შეუდგნენ ხატვას ცოტა არ იყოს შეგვშურდა კიდეც:)))   ძალიან სასაცილოები და მხიარულები იყვნენ, ხატავდნენ თავისუფლად და თან თვალებში შემოგვციცინებდნენ :) დადებითი ემოციებით ავივვსეთ, პატარებთან ურთიერთობა ყველაზე დიდი რელაქსაციაა.
 მათ  ნახატებს გადავცემთ სამხატვრო აკადემიის ილუსტრაციის სახელოსნოს სტუდენტებს.

http://www.youtube.com/watch?v=Luo5H74XWp8&feature=my_liked_videos&list=LLgr6vGaQ970lqu7uuR5_xeA













(IV-კცირა) თურმე კითხვა გადასასვლელებში (ე.გ. "პაძემკაში") აკრძალულია..

ერთი სამწუხარო ფაქტი შეგვემთვხა ჩვენი ერთ–ერთი ღონისძიების შესრულებისას, თავისუფლების გადასასვლელში ჩავედით და გვინდოდა ხალხისთვის კითხვისკენ მოგვეწოდებინა, ერთ კედელთან დავდექით და შემობრუნებული წიგნებით ვეცდილობდით გამვლელები დაგვეინტერესებინა, თუმცა ამ დროს ჩვენდა გასაკვირად მოვიდა "დაცვის პოლიცია", რომელთა თქმით თურმე გადასასვლელი კერძო საკუთრება და ჩვენ იქ წიგნის კითხვა და პოპულარიზაცია გვეკრძალება და ადგილის დატოვება მოგვთხოვეს,  ჩვენი გაოცების და კითხვების მიყრის შემდეგ (თუ რატომ აქვს ჩვეულებრივ გამვლელს უფლება გაიაროს და ჩვენ რახან წიგნი გვიჭირავს რატო გავხდით "არაჩვეულებრივები") მათში აგრესია გამოვიწვიეთ, ჩვენმა წიგნებისა  და აკა მორჩილაძის და ნახვაზე არასასიამოვნო საუბარი დაიწყეს: "ეს როგორ უდნა წაიკითხო", "ეგეთ მდარე მწერლებს ჩვენ არ ვკითხულობთ", "ყველა წიგნი ერთ დღეს უნდა დაწვა", " კითხვას სიგარეტის მოწევა გვირჩევნი" "წადით თორე დაგიხევთ მაგ წიგნებს" და ა.შ.. ამ ყველაფერმა ძალიან გაგვაღიზიანა, სირცხვილია, როდესაც არსებობენ ესეთი ადამიანები და მითუმეტეს, როცა მათ შენი დაცვა ევალებათ....
 სამწუხაროდ იმ მოომენტში , როდესაც ადგილის დატოვებას გვთხოვდნენ სურათები ვერ გადავიღეთ, რადგან ფოტოაპარატი, რომ ამომეღო ალბათ თავზე გადაგვაფშხვნიდნენ..









(IV –კვირა)

 დღეს გადავწყვიტეთ რუთაველის მეტროს წინ ჩამოვსხდარიყავით, ჩვენი წიგნები მოგვემარჯვებინა და  შევდგომოდით ჩვეულ საქმეს. ეს ადგილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ყოველთვის ბევრი ხალხი დადის, მეტროში შემსვლელ–გამომსვლელები, თუ ისე გამვლელი ადამიანები. ჩვენი დაჯდომა და წვიმის დაწყება ერთი იყო , თუმცა  გადავწყვიტეთ ფეხი არ მოგვეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დავსველდით წვიმამ მაინც მალე გადაიღო და ჩვენც ამოვისუნთქეთ. სანამ მოგვიახლოვდებოდნენ გამვლელები, ყველას ეგონა, რომ რაღაცას ვაპროტესტებდით და შეშფოთებულები გვეკითხებოდნენ: "რას აპროტესტებთ?", იმის შემდეგ რაც ბანერს გადაიკითხავდნენ ღიმილი აძლიერებდა მათ მიმიკებს და გამამხნევებელი შეძახილებით გვავსებდნენ.  სიმართლე რომ გითხრათ, მიუხედავად ამ ადგილის ხალხმრავლიანობისა, ესეთ დადებით ემოციებს მაინც  არ ველოდით ხალხისგან.
ეს ღონისძიება, ჩვენი იმ რამდენიმე ღონისძიებათაგანი იყო, რომლებიდან წასვლაც აღარ გვინდა ხოლმე და მანამდე არ ვიცვლით "ფეხებს" სანამ არ დაგვიბუჟდება :)))
რამდენიმე სრულიად უცნობმა ადამიანებმა, ჩვენს გვერდით  დაჯდომის სურვილიც გამოთქვეს და საკუთარი წიგნების კითხვას შეუდგნენ და ისევ არ შემიძლია არ აღვნიშნო ბავშვების ღფრთოვანება გამომცემლობის ფერად ლოგოებზე, რომლებიც მათი წყალობით აღარ შეგვრჩა:)))












28 May 2012

III- კვირის შემაჯამებელი პოსტი

ამ კვირამ წინაზე უფრო დატვირთულად ჩაიარა, მთელი დღეები გადარბენებსა და რაღცეების კეთებაში ვიყავით, ამიტომაც ბევრი რამ დაგვიგროვდა.
 1.ამ კვირის პირველი აქტივობა ჩვენს მიერ გადაღებული სახალისო ვიდეოებია , რომლებითაც მოვუწოდებთ საზოგადოებას , რომ წიგნი უნდა გახდეს მათი ცხოვრები ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. 
იხილეთ ლინკები:  http://www.youtube.com/watch?v=uDx_8TKD5gM  
2. მეორე აქტივობა ჩვენი სლოგანის  გრაფიტით გავრცელება იყო, რადგან ეს ფორმა ახალგაზრდებისთვის ყველაზე დვილად აღსაქმელი და ნაცნობია,  გავამზადეთ ტრაფარეტი და ნაცნობ კედლებს დავუარეთ : )   (ცოტა ვიხულიგნეთ , თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამის გამო არ დაგვიჭერენ : )))))))))  














3. მესამე აქტივობა ჩვენი წიგნის ფესტივალზე გამოჩენა იყო , სადაც მწკრივში ჩამდგრები მივედით, მაიკებზე გამომცემლობის ლოგოები გვეკრა და წიგნებს ვკითხულობდით,  ასეთ ფორმაში გამოფენის შემოვლის შემდეგ, შუაგულში, ხალხმრავალ ადგილას ჩავჯექით და კითხვა განვაგრძეთ, ჩვენმა საქციელმა დადებითი განწყობა გამოიწვია ყველაში და რამდენიმე წუთის მერე საგრძნობლად გავბევრდით:))

ფესტივალზე მოსული პატარა ბავშვები უკან დაგვსდევდნენ და გამომცემლობის ფერად ლოგოებს გვთხოვდნენ და ბედნიერები იკრობდნენ : ))
 
ნახეთ ლინკები: http://www.youtube.com/watch?v=MwKCGbwG07Q

4.წიგნის ფესტივალზე ასევე ჩვენი პრიზი გადავეცით 2 ავტორს , თეონა დოლენჯაშვილს სამხატვრო აკადემიის, სახვითი ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულების სახელით გადავეცით ერთი სასურველი მოთხრობის ილუსტრაცია, ხოლო ეკატერინე  ტოგონიძეს ფირმა "ახალი ნათება" –მ  მაგიდის სანათი გადასცა , რაც   მწერლისთვის ძალიან საჭირო ნივთია :) და ასევე თხუთმეტივე მონაწილეს გადასცა წამახალისებელი პრიზები.

5. მეხუთე ღონისძიება რუსთავში მოვაწყეთ, ერთ–ერთ ხალხმრავალ ადგილას შევიკრიბეთ , იქაურებს გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნების სარეკლამო ბროშურები დავურიგეთ  და გიტარისა და სიმღერის თანხლებით ვიქტორინაც გავმართეთ, სადაც გამარჯვებულები ფასდაკლების ბარათებითა და ფიროსმანის ალბომით დავაჯილდოვეთ.
                                                                                                                                                                  













6. მეექვსე ღონისძიება მეტროში პერფორმანსის სახით ჩავატარეთ, რუსთაველის მეტროში გაჩერებულ ექსკალატორზე ჩამოვჯექით და კითხვას შევუდექით, გვერდზე ესკალატორზე ზევით – ქვევით მიმავალი ადამიანები გაკვირვებულები გვაკვირდებოდნენ და თვალს არ გვაცილებდნენ, რამდენიმემ სურვილიც გამოთქვა ჩვენთან ერთად წაკითხვის თუმცა , როდესაც გვერდზე ესკალატორიდან გადმოძრომა დააპირეს, ღიმილიანი უარით გავისტუმრეთ :)).  მეტროს დაცვას თავიდან პოლიტიკური პარტიის აქტივისტებიც კი ვეგონეთ და სასწრაფოდ ქვევით ჩამოგვიყვანეს, თუმცა ყველაფრის ახსნის შემდეგ, ბოდიშის მოხდით უკან დაგვაბრუნეს და წარმატებებიც გვისურვეს : )) 






ასეთი იყო ჩვენი მესამე კვირა, შევხვდებით მომდევნო კვირებში..
 (რაღაც პროფილივით დავასრულე :))))))))))))

(III-კვირა) მეტროში : ))


დღეს, 27 მაისს მეტროს ჩავაკითხეთ, სადაც გაჩერებულ ესკალატორზე მოვკალათდით და წიგნები მოვიმარჯვეთ. ცოტა გაგვიძნელდა ესკალატორზე მოხვედრა , მომრიგე ქალს ბევრი ვეხვეწეთ და მანაც გადარეკვა , გადმორეკვების მერე ნებაც დაგვრთო.  ის იყო ბედნიერად მოვეწყეთ და კითხვას შევუდექით, რომ დაცვის პოლიცია მოგვადგა და "ბედნიერი" სახით ესკალატორიდან ჩამოსვლა გვთხოვა, ჩვენც გაკვირვებულებმა შველისთვის მორიგე ქალბატონს მივმართეთ, თუმცა პოლიციელი სიტყვას არ აკვეხებინებდა: ) , იმის შემდეგ რაც ყველაფერი კარგად ავუხსენით, რომ არ ვიყავით არცერთი პარტიის აქტივისტები და უბრალოდ წიგნის პოპულარიზაცია გვსურდა, ჩვენმა ბრაზიანმა პოლიციელმა გადაამოწმა ჩვენი უსაფრთხოება (რომ ესკალატორი არ ჩართულიყო) და უკვე ლმობიერი ხმით უკან ასვლის ნებართვა მოგვცა. ჩვენც ხელმეორედ მოვეწყვეთ ადგილებზე და შევუდექით კითხვას. გვერძე ესკალატორზე ზევით – ქვევით მიმავალი ადამიანები გაკვირვებულები გვაკვირდებოდნენ და თვალს არ გვაცილებდნენ, რამდენიმემ სურვილიც გამოთქვა ჩვენთან ერთად წაკითხვის თუმცა , როდესაც გადმოძრომა დააპირეს გვერდით ესკალატორიდან ღიმილიანი უარით გავისტუმრეთ : ))        















27 May 2012

(III-კვირა) ვოიაჟი რუსთავში : ))

  26 მაისს, რუსთავს ვესტუმრეთ, ერთ–ერთ ხალხმრავალ ადგილას მოვკალათდით, გიტარები მოვამზადეთ და ხალხში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნების, სარეკლამო ბროშურების დარიგება დავიწყეთ, თნ ცოტახანში მოსალოდნელ ვიქტორინაზეც ვაფრთხილებდით იქ მყოფებს , სადაც ფიროსმანის "100 კვადრატი" და ფასდაკლების ბარათები თმაშდებოდა.
 რამდენიმე წუთში ჩვენს გარშემო მოგროვდნენ რუსთაველები, ვიქტორინის დაწყების წინ ყველამ ერთად ვიმღერეთ რამდენიმე სიმღერა, შემდეგ კი მოუთმენლად გვაჩქარებდნენ დაგვეწყო ვიქტორინა, სხვა რაღა დაგვრჩენოდა, შევუდექით საქმეს.
 პირველი კითხვა ძალიან სახალისო იყო, (იმედი გვაქვს, გამომცემლობა არ გვიწყენს : ))))) )  კონკურსის მონაწილეებს ვანახეთ ბატონი ბაკურ სულაკაურის ფოტო და მისი ამოცნობა ვთხოვეეთ : )))))) გამარჯვებულს კი ფასდაკლების ბარათ გადავეციით, ასე ხალისიანად მიყვა პირველ კითხვას მეორე, მეორეს მესამე და ასე მანამ, სანამ ფიროსმანიც არ გავათამაშეთ..
გამარჯვებულები დიდი ინტერესით გვეკითხებოდნენ, თუ სად შეიძლებოდა  ფასდაკლების ბარათების განაღდება.
ჩვენდა გასაკვირად ამ ღონისძიებაზეც ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ფერად ქაღალდზე დაბეჭდილმა, გამომცემლობის ლოგოებმა და ღონისძიების დასრულების შემდეგ ისევ ყველა ჩამოგვართვეს და ბედნიერები იკრობდნენ  : )))))))