1.ამ კვირის პირველი აქტივობა ჩვენს მიერ გადაღებული სახალისო ვიდეოებია , რომლებითაც მოვუწოდებთ საზოგადოებას , რომ წიგნი უნდა გახდეს მათი ცხოვრები ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
იხილეთ ლინკები: http://www.youtube.com/watch?v=uDx_8TKD5gM
2. მეორე აქტივობა ჩვენი სლოგანის გრაფიტით გავრცელება იყო, რადგან ეს ფორმა ახალგაზრდებისთვის ყველაზე დვილად აღსაქმელი და ნაცნობია, გავამზადეთ ტრაფარეტი და ნაცნობ კედლებს დავუარეთ : ) (ცოტა ვიხულიგნეთ , თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამის გამო არ დაგვიჭერენ : )))))))))
3. მესამე აქტივობა ჩვენი წიგნის ფესტივალზე გამოჩენა იყო , სადაც მწკრივში ჩამდგრები მივედით, მაიკებზე გამომცემლობის ლოგოები გვეკრა და წიგნებს ვკითხულობდით, ასეთ ფორმაში გამოფენის შემოვლის შემდეგ, შუაგულში, ხალხმრავალ ადგილას ჩავჯექით და კითხვა განვაგრძეთ, ჩვენმა საქციელმა დადებითი განწყობა გამოიწვია ყველაში და რამდენიმე წუთის მერე საგრძნობლად გავბევრდით:))
ფესტივალზე მოსული პატარა ბავშვები უკან დაგვსდევდნენ და გამომცემლობის ფერად ლოგოებს გვთხოვდნენ და ბედნიერები იკრობდნენ : ))
ნახეთ ლინკები: http://www.youtube.com/watch?v=MwKCGbwG07Q
4.წიგნის ფესტივალზე ასევე ჩვენი პრიზი გადავეცით 2 ავტორს , თეონა დოლენჯაშვილს სამხატვრო აკადემიის, სახვითი ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულების სახელით გადავეცით ერთი სასურველი მოთხრობის ილუსტრაცია, ხოლო ეკატერინე ტოგონიძეს ფირმა "ახალი ნათება" –მ მაგიდის სანათი გადასცა , რაც მწერლისთვის ძალიან საჭირო ნივთია :) და ასევე თხუთმეტივე მონაწილეს გადასცა წამახალისებელი პრიზები.
5. მეხუთე ღონისძიება რუსთავში მოვაწყეთ, ერთ–ერთ ხალხმრავალ ადგილას შევიკრიბეთ , იქაურებს გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნების სარეკლამო ბროშურები დავურიგეთ და გიტარისა და სიმღერის თანხლებით ვიქტორინაც გავმართეთ, სადაც გამარჯვებულები ფასდაკლების ბარათებითა და ფიროსმანის ალბომით დავაჯილდოვეთ.
ასეთი იყო ჩვენი მესამე კვირა, შევხვდებით მომდევნო კვირებში..
(რაღაც პროფილივით დავასრულე :))))))))))))
No comments:
Post a Comment