ავტობუსში ასვლისას მგზავრებს ვთხოვდით წარმოედგინათ წიგნები, ვისაც წიგნი ქონდა ფასდაკლების ბარათებს ვჩუქნიდით, ვისაც არ ქონდა სახალისო ჯარიმებით ვაჯარიმებდით (რის თანახმადაც 1 თვის მანძილზე ნებისმიერი წიგნი უნდა შეიძინონ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში მთელი აკა მორჩილაძის ბიბლიოთეკის შეძენით დაჯარიმდებოდნენ:)))) თავიდან ავტობუსში ასვლისას ხალხი სალაროსთან მირბოდა და ბილეთებს იღებდნენ, ამიტომაც ასვლისას სწრაფად ვიწყებდით განმარტებას, რომ ჩვენ მხოლოდ წიგნებს ვამოწმებდით და გაკვირვებული მშვიდი სახეებით გვიწყებდნენ ყურებას :))))) ძალიან სახალისო ღონისძიება გამოვიდა.
(ვიდეოებსაც მალე შემოგთავაზებთ:))))
No comments:
Post a Comment