18 June 2012

VI- კვირის შემაჯამებელი პოსტი (the end)

ბოლო კვირა და ჩვენი ბოლო ღონისძიებები.
1. პირველი ღონისძიება ამ კვირაში "კონტროლიორობა" იყო. ტრანპორტის სამსახურმა ყვითელი მაიკები გვაჩუქა, ჩვენ გამომცემლობის გულსაკიდები გავაკეთეთ  და ასე აღჭურვილებმა დავიწყეთ ავტობუსების ჩამოვლა, თავიდან ყველას კონტროლიორები ვეგონეთ და სალაროსკენ სირბილს იწყებდნენ, თუმცა როცა ბილეთის მაგივრად წიგნებს ვითხოვდით უცნაურად გვიყურებდნეენ, თან სახალისო ჯარიმებიც გვქონდა, რომლებსაც წიგნის არ ქონის შემთხვევაში ვაძლევდით ადამიანებს. ვინც წიგნს წარმოგვიდგენდა გამომცემლობის ფასდაკლების ბარათებით ვასაჩუქრებდით. ძალიან სახალისო ღონისძიება გამოვიდა:)))





2. მეორე ღონისძიება "ვეფხისტყაოსანს" მივუძღვენით, ჯავახიშვილის პირველ კორპუსში შევიკრიბეთ და კულტუროლოგ ქალბატონ ლელა ფირალიშვილთან ერთად "ვეფხისტყაოსანზე" ვისაუბრეთ, გაგვიხარდა როდესაც აუდიტორიაში მხოლოდ სტუდენტები არ ვესწრებოდით და უფროსი ადამიანებიც შემოგვიერთდნენ, ასევე გავათამაშეთ ვეფხისტყაოსანი, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.



















3. მესამე ღონისძიება ექსტრემალური პერფორმანსი იყო, რომელიც პეკინის ერთ–ერთი მაღზიის სახურავზე შევასრულეთ :))) ავიტანეთ წიგნები და დინამიკები, მუსიკა ბოლო ხმაზე ავამღერეთ და მოაჯირზე ჩამომჯდრები კითხვას შევუდექიით.
 ქვევიდან ადამიანები გაოცებულები გვაკვირდებოდნენ და სურათებს გვიღებდნენ, რაც ჩვენ ძალიან გვსიამოვნებდა :)))

http://www.youtube.com/watch?v=T7WncFeaG50&feature=plcp







4. შემდეგი ღონისძიება აიბუქის დავალება იყო, რასაც ძალიან დიდი დრო და ენერგია შევალიეთ.  გადავწყვიტე, გვეთანამშრომლა სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებთან, და მათი მყიდველებისთვის დაგვეწესებინა აიბუქის სასაჩუქრე ვაუჩერი,  რამდენიმე მაღაზიასთან უკვე ვთანამშრომლობთ, რამდენიმე კი ორშაბათიდან შემოგვიერთდება. 
ტექნიკის შენაძენზე მომხმარებელს გადაეცემა სასაჩუქრე ბარათი, რის თანახმადაც, თუ ის აიბუქზე შეიძენს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ნებისმიერი ღირებულების წიგნს, საჩუქრად გადაეცემა აკა მორჩილაძის "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" ან გამომცემლობის ჩანთა, მისი სურვილისამებრ.













































5. და ისევ აიბუქი, ბოლო ამოსუნთქვებით დავბეჭდეთ აიბუქის საინფორმაციო პოსტერი და სხვადასხვა ადგილებში გაჩერებულ მანქანებზე დავამაგრეთ, ძალიან დიდი  დრო და ენერგია წაიღო, ახლა ვზივარ სავარძელზე გათიშული და ვცდილობ აზრები ერთმანეთს მივაწეპო და საბოლოო კვირის შემაჯამებელი პოსტიც შევკრაა:)).



































 ძალიან მალე გაირბინა თვენახევარმა, მიუხედავათ იმისა რომ ყველანი ძალიან დავიღლეთ,
გული გვწყდება და ყოველთვის კარგად გაგვახსენდება ეს პერიოდიი, რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი რამე ვისწავლეეთ და განახლებული რესურსებით შევურეთდებით ცხოვრებაას:)).
მადლობა გამომცემლობას და განსაკუთრებული მადლობა თამოს და ნინოოს, იმედი გვაქვს, რომ ხშირად გადავეყრებით ერთმანეთშ:))) :**

1 comment:

  1. წარმატებებს გისურვებთ გულწრფელო და ხალისიანო ადამიანებო. მჯერა, თქვენი დადებითი ენერგია და თავდადება აუცილებლად დაფასდება.

    ReplyDelete