08 June 2012

(V-კვირა) გორში :)

  დღეს გორს ვესტუმრეთ, გორის კულტურის სამსახური მიკროფონებითა და დინამიკებით დაგვეხმარა, თეატრმა შესასვლელი ტერიტორია დაგვითმო და ჩვენც შევუდექით ღონისძიების ჩატარებას. ერთი ორად გაგვიხარდა გორში წასვლა, მას შემდეგ , რაც გავიგეთ, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზია იქაც გახსნილა რამდენიმე ხნის წინ. ჩავიტანეთ წიგნები და ფასდაკლების ბარათები , რომლებიც ვიქტორინის შედეგად გავათამაშეთ, ასევე უფრო აქტიური და მრავალფეროვანი, რომ ყოფილიყო ღონისძიება ცოცხალი მუსიკა ართობდათ გორელებს:))) 
რაღა დაგიმალოთ და არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა დაგვხვდა, იმედია  ჩვენი ჩასვლა და გამომცემლობის მაღაზიის გახსნა, პატარა ძვრებს მაინც მოახდენს ამ საკითხში. 
ღონისძიებაზე ასევე მოვიდა გორის ტელევიზია, რომელმაც გადაღო და ჩაგვწერა.
ცოტა ამინდმა შეგვიშალა ხელი, ქარი იყო და ციოდა, თუმცა მოწადინებული ადამიანები მაინც აქტიურად იბრძოდნენ წიგნებისთვის :))   ასევე გორის სხვადასხვა ადგილებში გავაკარით ჩვენი სტიკერები და შიმშილის თამაშების პოსტერები.
  
 ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ აღარ ეგონებათ ბაკურ სულაკაური მწერალი და  აკა მორჩილაძესაც უფრო ახლოს გაიცნობენ :))))))
















3 comments:

  1. Dzalian kai iyoo live-c da prizebiic,saertod dzaan momwons tqveni evenetbi da tak dzerjaw :)

    ReplyDelete
  2. dzalian kargia rom mxolod tbilisit ar shemoifarglebit da sxva qalaqebshic aketebt gonisdziebebs. warmatebebi :)

    ReplyDelete
  3. dzalian kargi iyoo .. kidev unda chaataroot eseti aqciebi da wignistvis kidev ertxel didii madloaa

    ReplyDelete