18 June 2012

VI- კვირის შემაჯამებელი პოსტი (the end)

ბოლო კვირა და ჩვენი ბოლო ღონისძიებები.
1. პირველი ღონისძიება ამ კვირაში "კონტროლიორობა" იყო. ტრანპორტის სამსახურმა ყვითელი მაიკები გვაჩუქა, ჩვენ გამომცემლობის გულსაკიდები გავაკეთეთ  და ასე აღჭურვილებმა დავიწყეთ ავტობუსების ჩამოვლა, თავიდან ყველას კონტროლიორები ვეგონეთ და სალაროსკენ სირბილს იწყებდნენ, თუმცა როცა ბილეთის მაგივრად წიგნებს ვითხოვდით უცნაურად გვიყურებდნეენ, თან სახალისო ჯარიმებიც გვქონდა, რომლებსაც წიგნის არ ქონის შემთხვევაში ვაძლევდით ადამიანებს. ვინც წიგნს წარმოგვიდგენდა გამომცემლობის ფასდაკლების ბარათებით ვასაჩუქრებდით. ძალიან სახალისო ღონისძიება გამოვიდა:)))





2. მეორე ღონისძიება "ვეფხისტყაოსანს" მივუძღვენით, ჯავახიშვილის პირველ კორპუსში შევიკრიბეთ და კულტუროლოგ ქალბატონ ლელა ფირალიშვილთან ერთად "ვეფხისტყაოსანზე" ვისაუბრეთ, გაგვიხარდა როდესაც აუდიტორიაში მხოლოდ სტუდენტები არ ვესწრებოდით და უფროსი ადამიანებიც შემოგვიერთდნენ, ასევე გავათამაშეთ ვეფხისტყაოსანი, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.



















3. მესამე ღონისძიება ექსტრემალური პერფორმანსი იყო, რომელიც პეკინის ერთ–ერთი მაღზიის სახურავზე შევასრულეთ :))) ავიტანეთ წიგნები და დინამიკები, მუსიკა ბოლო ხმაზე ავამღერეთ და მოაჯირზე ჩამომჯდრები კითხვას შევუდექიით.
 ქვევიდან ადამიანები გაოცებულები გვაკვირდებოდნენ და სურათებს გვიღებდნენ, რაც ჩვენ ძალიან გვსიამოვნებდა :)))

http://www.youtube.com/watch?v=T7WncFeaG50&feature=plcp







4. შემდეგი ღონისძიება აიბუქის დავალება იყო, რასაც ძალიან დიდი დრო და ენერგია შევალიეთ.  გადავწყვიტე, გვეთანამშრომლა სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებთან, და მათი მყიდველებისთვის დაგვეწესებინა აიბუქის სასაჩუქრე ვაუჩერი,  რამდენიმე მაღაზიასთან უკვე ვთანამშრომლობთ, რამდენიმე კი ორშაბათიდან შემოგვიერთდება. 
ტექნიკის შენაძენზე მომხმარებელს გადაეცემა სასაჩუქრე ბარათი, რის თანახმადაც, თუ ის აიბუქზე შეიძენს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ნებისმიერი ღირებულების წიგნს, საჩუქრად გადაეცემა აკა მორჩილაძის "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" ან გამომცემლობის ჩანთა, მისი სურვილისამებრ.













































5. და ისევ აიბუქი, ბოლო ამოსუნთქვებით დავბეჭდეთ აიბუქის საინფორმაციო პოსტერი და სხვადასხვა ადგილებში გაჩერებულ მანქანებზე დავამაგრეთ, ძალიან დიდი  დრო და ენერგია წაიღო, ახლა ვზივარ სავარძელზე გათიშული და ვცდილობ აზრები ერთმანეთს მივაწეპო და საბოლოო კვირის შემაჯამებელი პოსტიც შევკრაა:)).



































 ძალიან მალე გაირბინა თვენახევარმა, მიუხედავათ იმისა რომ ყველანი ძალიან დავიღლეთ,
გული გვწყდება და ყოველთვის კარგად გაგვახსენდება ეს პერიოდიი, რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი რამე ვისწავლეეთ და განახლებული რესურსებით შევურეთდებით ცხოვრებაას:)).
მადლობა გამომცემლობას და განსაკუთრებული მადლობა თამოს და ნინოოს, იმედი გვაქვს, რომ ხშირად გადავეყრებით ერთმანეთშ:))) :**

(VI-კვირა) ისევ ibook-ი

  დღეს ბოლო ამოსუნთქვა იყო და გადავწყვიტეთ ესეც აიბუქისთვის მიგვეძღვნა, ამოვბეჭდეთ მარტივი საინფორმაციო პოსტერები და გაჩერებულ მანქანებს ჩამოვურიგეთ.










17 June 2012

(VI-კვირა) ibook.ge

  გადავწყვიტეთ აიბუქისთვის რაიმე ისეთი მოგვეფიქრებინა რაც საზოგადოებაში მის პოპულარობას გაზრდიდა, ამიტომაც მივაკითხე სანტა ესპერანსას, (ნატოსა და თამუნას:))) და ყველაფერზე შევუთანხმდი.
 გადავწყვიტე, გვეთანამშრომლა სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიებთან, და მათი მყიდველებისთვის დაგვეწესებინა აიბუქის სასაჩუქრე ვაუჩერი,                        
ტექნიკის შენაძენზე მომხმარებელს გადაეცემა სასაჩუქრე ბარათი, რის თანახმადაც, თუ ის აიბუქზე შეიძენს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ნებისმიერი ღირებულების წიგნს, საჩუქრად გადაეცემა აკა მორჩილაძის "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" ან გამომცემლობის ჩანთა, მისი სურვილისამებრ.  რამდენიმე ტექნიკის მაღაზიაში უკვე დაიწყო ჩვენი აქცია, რამდენიმეც იქით კვირაში შემოგვიერთდება. 


16 June 2012

(VI-კვირა) სახურავზე:)

  დღეს ჩვენს ექსტრემალურ პერფორმანსებს კიდევ ერთი შევმატეთ და პეკინზე ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე ავფოფხდით (დიდ მადლობას ვუხდთ მაღაზია "რუსოს" გაწეული დახმარებისთვის:))).
რამდენიმე დღით ადრე, თვალი დავადგით პეკინის ერთ–ერთ ხალხმრავალ გზაჯვარედინს და მასთან მდგარ მაღაზიას, რომელსაც ჩვენი გეგმის შესრულებისთვის შესანიშნავი სახურავი ჰქონდა:))). ხოდა ავძვერით სახურავზე, ავიტანეთ დინამიკები და dream theatre- ბოლო ხმაზე ავაყვირეეეთ, მუსიკას ხალხის ყურადღება სახურავისკენ ამოქონდა, მოაჯირზე გადმომჯდარებს, რომ გვხედავდნენ, წიგნებით ხელში გაოცებულები გვაკვირდებოდნენ და სურათებს გვიღებდნეენ :)))
რათქმაუნდა, როგორც ჩვენს ყველა დანარჩენ ქუჩის ღონისძიებაზე, დღესაც წვიმა მოვიდააა, ამ თვე ნახევარში გამოწვრთნილ ადამიანებს წვიმა უკვე დიდი ხანია აღარ გვაშინებს:)))))





















(VI-კვირა) ვისაუბრეთ "ვეფხისტყაოსანზე":)

ხუთშაბათს საღამოს, ჯავახიშვილის ერთ–ერთ ერთ აუდიტორიაში შევიკრიბეთ და კულტუროლოგ ქალბატონ ლელა ფირალიშვილთან ერთად ვეფხისტყაოსნის სიუჟეტებზე ვისაუბრეთ, აუდიტორიაში მხოლოდ სტუდენტები არ ვესწრებოდით, უფროსი ადამიანების შემოსვლამ ძალიან გაგვახარა. იმისდა მიუხედავათ, რომ შუქი არ იყო ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, დამსწრე საზოგადოება აქტიურად იყო ჩაბმული დისკუსიაში, ასევე ყველას ძალიან მოეწონა ბაკურ სულაკაურის "ვეფხისტყაოსნის" გამოცემა, რომელიც ლეექციის დასრულების შემდეგ გავათამაშეთ:) ასევე დამსწრე საზოგადოებას მადლობის ნიშნად გამომცემლობის ფასდაკლების ბარათები გადავეცით.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ლელა ფირალიშვილს, ასეთი საინტერესო საუბრებისთვის:)