02 May 2012

"წიგნების თაობა" პრეზენტაცია


     30 აპრილს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვერანდაზე პროექტ "წიგნების თაობის" პრეზენტაცია მოეწყო, ძალიან  სასიამოვნო საღამო იყო, პროექტის მონაწილეებს გამომცემლობის წარმომადგენლები მოგვესალმნენ და რამდენიმე სიტყვით შეგვახსენეს პროექტის წესები და აქტივობები. პრეზენტაციაზე გათამაშდა რამდენიმე წიგნი, ერთ–ერთი ჩვენ გუნდსაც შეხვდა (აკა მორჩილაძის–"გადაფრენა მადათოვზე და უკან") მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი მაქსვ და ტრილოგიის შუა ნაწილი მაკლია მაინც ძალიან კმაყოფილი        დავრჩი : ).  ასევე გუნდებმა გამომცემლობის მიერ დარიგებულ სხვადასხვა სიტყვებზე შევადგინეთ წინადადებები და მოვათავსეთ ერთად რის შემდეგაც შეიკრა ერთი მთლიანი მოთხრობა, რომელიც ძალიან სახალისო იყო. ფორმალური სახის შემდეგ ალაფურშეტამდეც მივედით და უგემრიელესი ღვინოც დავაგემოვნეთ : )).  
   ამ   საღამოსთვის ჩემი გუნდი მადლობას უხდის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას .    http://www.facebook.com/bakursulakauripublishing

No comments:

Post a Comment