28 May 2012

(III-კვირა) მეტროში : ))


დღეს, 27 მაისს მეტროს ჩავაკითხეთ, სადაც გაჩერებულ ესკალატორზე მოვკალათდით და წიგნები მოვიმარჯვეთ. ცოტა გაგვიძნელდა ესკალატორზე მოხვედრა , მომრიგე ქალს ბევრი ვეხვეწეთ და მანაც გადარეკვა , გადმორეკვების მერე ნებაც დაგვრთო.  ის იყო ბედნიერად მოვეწყეთ და კითხვას შევუდექით, რომ დაცვის პოლიცია მოგვადგა და "ბედნიერი" სახით ესკალატორიდან ჩამოსვლა გვთხოვა, ჩვენც გაკვირვებულებმა შველისთვის მორიგე ქალბატონს მივმართეთ, თუმცა პოლიციელი სიტყვას არ აკვეხებინებდა: ) , იმის შემდეგ რაც ყველაფერი კარგად ავუხსენით, რომ არ ვიყავით არცერთი პარტიის აქტივისტები და უბრალოდ წიგნის პოპულარიზაცია გვსურდა, ჩვენმა ბრაზიანმა პოლიციელმა გადაამოწმა ჩვენი უსაფრთხოება (რომ ესკალატორი არ ჩართულიყო) და უკვე ლმობიერი ხმით უკან ასვლის ნებართვა მოგვცა. ჩვენც ხელმეორედ მოვეწყვეთ ადგილებზე და შევუდექით კითხვას. გვერძე ესკალატორზე ზევით – ქვევით მიმავალი ადამიანები გაკვირვებულები გვაკვირდებოდნენ და თვალს არ გვაცილებდნენ, რამდენიმემ სურვილიც გამოთქვა ჩვენთან ერთად წაკითხვის თუმცა , როდესაც გადმოძრომა დააპირეს გვერდით ესკალატორიდან ღიმილიანი უარით გავისტუმრეთ : ))        















No comments:

Post a Comment