14 May 2012

კვირის შემაჯამებელი პოსტი!

პირველი კვირა ვფიქრობ ცოტა რთული და ამოქოქვის კვირაა, ამ დროს ხვდები ბევრ რამეს და ცდილობ გადააფასო აქამდე ზუსტად გაწერილი გეგმა, რომელიც უშუალო პროცესამდე იდეალური გეგონა : ). სანამ თამაში არ დაიწყო არც ისე ადვილი აღსაქმელი იყო თუ რამდენი რამის გაკეთება და მოგვარება მოგვიწევდა, შორიდან ყველაფერი უფრო მარტივი ჩანდა. მაშინ როცა პირისპირ აღმოვჩნდით ყველა დეტალთან, მივხვდით რომ დიდ საქმეს შევჭიდებივართ, რომელიც ასევე ძალიან დიდ სიამოვნებასა და სიძლიერეს მოგვიტანს თუ ბოლომდე გავიტანთ ჩვენსას.
  პირველი კვირა მაინც მოთელვის იყო, ალბათ  კარგად გაგვარკვია იმ ყველაფერში, რაც შემდეგ კვირებში დაგვჭირდება.
ჩვენმა გუნდმა აქტივობა ხალხში გამოსვლით და თავის გაცნობით დაიწყო, დავბეჭდეთ სტიკერები "მე მიყვარს კითხვა", მოვიარეთ ქუჩები და გამვლელებსა და ინტერესით მაცქერალ ადამიანებს კონკურსზე, ჩვენს გუნდსა და მიზნებზე ვუყვებოდით, თან ჩვენს სტიკერებს ვაკრავდით, ასევე ერთგვარი გამოკითხვაც გამოვიდა სკოლებთან, როცა მოსწავლეებს ვეკითხებოდით უყვართ თუ არა კითხვა, სამწუხაროდ მათმა პასუხებმა ცოტა გუნება გაუფუჭა ჩვენს გუნდს, თუმცა უკანდახევას არ ვაპირებდით და ამ ფაქტმაც გვასწავლა რაღაც, სწორედ ის, თუ ვისზე უნდა გავამახვილოთ შემდგომში მეტი ყურადღება, რათა თუნდაც რამდენიმე მათგანს მაინც შევაყვაროთ ან უბრალოდ დავაინტერესოთ კითხვით.
 სტიკერები სკოლებსა და უნივერსიტეტებთან დავარიგეთ და ვეცადეთ ყველა ადამიანისთვის მიგვეწვდინა ხმა.

  მეორე აქტივობა უშუალოდ ერთ–ერთი ღონისძიება იყო, "შეჯიბრი კითხვის სისწრაფეში", ვეცადეთ გასართობი ხერხებით დაგვეინტერესებინა ადამიანები და ამ ერთი ლამაზი დღით მათში ინტერესი გამოგვეწვია წიგნისა და გამომცემლობის მიმართ. გამარჯვებულები აკა მორჩილაძის წიგნითა და გამომცემლობის ფასდაკლების ბარათებით დავაჯილდოვეთ, ასევე გადავეცით შოკოლადის მედლებით, რომლებიც გუნდმა სპეციალურად მათთვის დაამზადა და ძალიან გემრიელიც იყო:))
გაგვიხარდა, როცა უბრალოდ, ბაღში მჯდომმა ადამიანებმაც გამოთქვეს სურვილი ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ერთმა მათგანმა პირველი ადგილიც კი დაიმსახურა: ))). ამ ღონისძიებისთვის დავამზადეთ ფერადი საკიდები გუნდის სახელითა და გამომცემლობის ლოგოთი, რითაც მორთული იყო სკვერი და ადვილი შესამჩნევები ვიყავით.
ძალიან დიდი წვალება და შრომა ჩავდეთ სამზადისში, ამის მიუხედავად ისეთი მაინც არ გამოვიდა, როგორსაც ეს "შრომა" მოელოდა თუმცა მაინც ძალიან ნასიამოვნები დავრჩით.


    მესამე აქტივობა "წიგნებით მსვლელობა" იყო. მწკრივში მდგომებმა წიგნების კითხვით მოვიარეთ ცენტრალური ქუჩები, გადავედით აქტიურად მოძრავ გადასასვლელზე, სადაც რამდენიმე წამით შეჩერდა მოძრაობა ჩვენთვის. ჩვენ  შევეცადეთ ამ პერფორმანსით გუნდის სლოგანი, "დროა გაერთო წიგნით" ქუჩაში გადმოგვეტანა. გარშემო მყოფი ადამიანები ინტერესით გვაკვირდებოდნენ და აშკარა გაკვირვებას ვიწვევდით მათში. მიუხედავად იმისა, რიმ წვიმამ მოგვისწრო და წიგნების დასველებას გვიპირებდა, მაინც მოვასწარით და გამოვხატეთ ჩვენი სათქმელი, შემდეგ კი ბედნიერები და დასველებულები დავიშალეთ:))

 ასევე გადავიღეთ ვიდეოები, რომლებიც იუთუბზეც შეგიძლიათ ნახოთ. ვიდეოში ვკითხულობთ ნაწყვეტს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნიდან http://www.youtube.com/watch?v=UXLvRUZSDGs . ამ ვიდეომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა კონკურენტ გუნდშიც და თავიანთ საიტზე განთავსება გვთხოვეს, რასაც ჩვენ სიხარულით დავთანხმდით : ).

 სამწუხაროდ ამ კვირაში წვიმამ ბევრ რაღაცაში შეგვიშალა ხელი, არა მარტო ჩვენ გუნდს, კონკურსის ყველა მონაწილეს, ვიმედოვნებთ, რომ ამინდები ჩვენს მხარეს იქნება და მეტი შემართებითა და იედებით განვაგრძობთ კონკურსს: )

ბატონო ან ქალბატონო ჟიურო:) მოგესალმებით და იმედს ვიტოვებთ, რომ არ იქნებით მკაცრები არცერთი მონაწილის მიმართ. "წიგნების თაობის" ყველა მონაწილე უკვე უმაღლესი შეფასების ღირსია, რადგან ჩვენ ვემსახურებით დედამიწაზე ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს!

1 comment:

  1. kargia kochag bavshvebo :* :* aba tqven icit

    ReplyDelete