10 June 2012

(V-კვირა) კუნძულ მადათოვზე:))

  დღეიდან პეკინზე იარსებებს კუნძული "მადათოვი", რომელზეც ჩვენი გუნდი გუშინ იმყოფებოდა და ბევრი აკა მორჩილაძეებიც წავიკითხეთ:)
კუნძული მოვრთეთ გამომცემლობის ლოგოებითა და ჩვენი სტიკერებით, ცოტა ქარმა შეგვიშალა ხელი, რაღაც–რაღაც დეტალები ვერ გავუკეთეთ, თუმცა როგორც კი ამინდის პროგნოზი უქარო ამოხუთვას გვამცნობებს, მაშინვე შევმატებთ სხვადასხვა დეტალებს კუნძულს (და რათქმაუნდა დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ  არავინ გაძარცვავს მას :S).
გუშინ ჩვენ და რამდენიმე ჩვენი მეგობარი, მოვკალათდით ჩვენს კუნძულზე, მივიკარით გამომცემლობის ლოგოები, გვერდზე მოვისვით ჩვენი დიდი ბანერი და აკას წიგნების კითხვას შევუდექით.  მანქანებიდან და ავტობუსებიდან, ადამიანები გაკვირვებულები გვაშტერდებოდნენ,  რამდენიმე კურიოზული შემთხვევაც იყო (აღარ დავკონკრეტდები :დდ). რამდენიმემ კუნძულზეც  გადმოცურა და კარგად გამოგვკითხა თუ რას ვემსახურებოდით:)
დღეიდან ყველა მსურველს შეგიძლიათ გადაფრენა მადათოვის კუნძულზე :)




















1 comment: