04 June 2012

IV-კვირის რეპორტი

1.  ეს კვირა ისევ ჩვენი ჩვეული პერფორმანსებით დავიწყეთ, მეტრო რუსთაველის წინ პირდაპირ გამოსასვლელთან ჩამოვჯექით ჩვენი დიდი ბანერი მოვიმარჯვეთ და კითხვას შევუდექით, ზურგზე ისევ გამომცემლობის ფერადი ლოგოები გვქონდა, რომლებიც ძველებურად ასრულებდნენ თავის როლს პატარა ბავშვების მოზიდვაშიი:)).
დაწყებამდე ვერცკი ვიფიქრებდით იმ არც თუ ისე სუფთა ადგილას თუ ვინმე მოგვიჯდებოდა და ჩვენთან ერთად წაკითხვის სურვილს გამოთქვამდა, თუმცა ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა, რამაც ძალიან გაგვახარა.
თავიდან, როცა დავსხედით წვიმამ შემოგვიტია და ცოტა დავსველდით, თუმცა დანებებას არ ვაპირებდით, წვიმაც მიხვდა და მალე გადაიღო:))
მეტროდან გამოსული ხალხის რეაქცია ძალიან სასიამოვნო იყო , მოდიოდნენ კითხულობდნენ ბანერს და თბილი სიტყვებით გვემშვიდობებოდნენ, იყო შემთხვევებიც, როცა მომიტინგეები ვეგონეთ და გაკვირვებული სახეებით გვეკითხებოდნენ: "რას აპრიტესტებთ?" , მაგრამ ბანერსი ჩვენების შემდეგ უკეთეს ნოტაზე გვემშვდობებოდნენ :)
ეს ცვენი იმ ღონისძიებათაგანი იყო, რომლიდან წასვლაც აღარ გვინდა ხოლმე და მეტროს წინაც კაი ხანი ვიჯექით :)))
http://www.youtube.com/watch?v=ATMDV-KBaLo

















2. ამკვირაში ჩვენ თბილისის ერთ–ერთ საბავშვო ბაღს ვესტუმრეთ, სადაც ბავშვებს "ლუკა მარტოდ მარტო ქვეყანაზე" წავუკითხეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გავაცანით და ბუშტებიც დავურიგეთ მათი სახელით, თან ვთხოვეთ თავისი წარმოსახვით ლუკას მოგზაურობა დაეხატათ,  პტარები ჩვენდა გასაკვირად ძალიან მონდომებით და შემართებით შეუდგნენ საქმეს.
მშვენიერი ნახატები დაგვიხატეს, რომლებსაც სამხატვრო აკადემიის ილუსტრაციის სახეოსნოს სტუდენტებს გადავცემთ.
http://www.youtube.com/watch?v=Luo5H74XWp8&feature=related


3. ეს ღონისძიება ცოტა არ იყოს და დაძაბულად წარიმართა, ჩვენ გადავწყვიტეთ ერთ–ერთ ხალხმრავალ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავსულიყავით და გამვლელი ადამიანებისთვი კითხვის პროპაგანდა გაგვეწია. კედელთან ჩავმწკრივდით და წიგნები შემობრუნებულად ხალხისკენ დავიჭირეთ, გამვლელები უცნაურად გვაკვირდებოდნენ, ასე ვიდექით მანამ სანამ ჩვენი იდილია დაცვის პოლიციის წარმომადგენელმა არ დაარღვია, რომლის თქმითაც თურმე გადასასვლელი კერძო საკუთრებაა და იქ გაჩერება, კითხვა და პროპაგანდა სასტიკად აკრძალულია, ასევე არც ისე სასიამოვნო სიტყვებით შეამკო ერთ–ერთი ქართველი მწერალი, რომლის წიგნიც დაგვინახა, როდესაც პასუხი მოვთხოვეთ თუ რატომ არ გვქონდა უფლება დარჩენის, მაშინ ძალიან გაბრაზდა და არასასიამოვნო საუბარი დაიწო: "ეს როგორ უდნა წაიკითხო", "ეგეთ მდარე მწერლებს ჩვენ არ ვკითხულობთ", "ყველა წიგნი ერთ დღეს უნდა დაწვა", " კითხვას სიგარეტის მოწევა გვირჩევნი" "წადით თორე დაგიხევთ მაგ წიგნებს" და ა.შ.. 
სამწუხაროდ იმ მომენტში , როდესაც ადგილის დატოვებას გვთხოვდნენ სურათები ვერ გადავიღეთ, რადგან ფოტოაპარატი, რომ ამომეღო ალბათ უარესად გამწარდებოდნენ.. 
http://www.youtube.com/watch?v=22ZT_KMAJ2E&feature=related 































4. ბონუს დავალება, რომელიც "შიმშილის თამაშებს" მიეძღვნა რამდენიმე ნაირად გავავრცელეთ ხალხში, პირველი აქტივობა თბილისის ყველა ცენტრალური უბნის გაჩერებაზე გავაკარით ჩვენს მიერ გაკეთებული "შიმშილის თამაშების" პლაკატი, რომლებიც ჯერ–ჯერობით არავის ჩამოუხევია და ისევ თავის ადგილზე არიაან :))) ასევე სხვადასხვა წიგნის მაღაზიებს დავუტოვეთ ზოგი დაგვპირდა გამოვაკრავთო, ზოგმაც კი მაშინვე გამოაკრა კარებზე:)















































5. "შიმშილის თამაშებისთვის" დავამზადეთ ტრაფარეტი, რომელიც ასევე მთელ ქალაქში მოვფინეთ, თუმცა ჯერ ბოლომდე არ დაგვისრულებია , ამ დღეებში ღამით დავივლით მთელ ქალაქს და უფრო  აქტიურად მივასხავთ კედლებს  "შიმშილის თამაშებს" 
































                                                        6. ბოლოს კი open air -ზე "შიმშილის თამაშების"  ჩვენი დამზადებული ბუკლეტები დავარიგეთ, ბოდიშს გიხდით სურათების ხარისხის გამო, რადგან გადამღებიც და შემსრულებელიც არც ისე ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ : ))))))


No comments:

Post a Comment