08 June 2012

(V-კვირა) სკოლაში

მეხუთე კვირა სკოლაში ვიზიტით დავიწყეთ, ძმები გრიმების ზღაპრებს დავავლეთ ხელი და პატარებთან ერთად ბავშვობა გავიხსენეთ:).
იესემის სკოლა იმიტომ ავირჩიეთ, რომ იქაურ ხატვის წრესა და მის ბავშვებზე ბევრი გვსმენია, ბევრ დიდს შეშურდება III-IV კლასელი ბავშვების ენთუზიაზმი, ცოდნა და ხატვის მანერა, ამიტომაც თამამად მივედით მათთან და  გრიმების: "ჭკვიანი გრეტელი" წავუკითხეთ, თან ვთხოვეთ ილუსტრაციები დაეხატათ, ასევე თითოეულ მათგანს გადავეცით გამომცემლობის ფასდაკლების ბარათები და ვურჩიეთ ხშირად მიეკითხათ გამომცემლობისათვის, რამოდენიმემ სიამაყი განგვიცხადა, რომ უამრავი წიგნი აქვთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის :))).
ასევე ძალიან დაგვეხმარა მათი ხატვის პედაგოგიც, რომლიც ბავშვებს, ზღაპრის ყველა დეტალის კარგად აღქმასა და გააზრებაში დაეხმარა .















No comments:

Post a Comment