27 May 2012

(III-კვირა) ვოიაჟი რუსთავში : ))

  26 მაისს, რუსთავს ვესტუმრეთ, ერთ–ერთ ხალხმრავალ ადგილას მოვკალათდით, გიტარები მოვამზადეთ და ხალხში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნების, სარეკლამო ბროშურების დარიგება დავიწყეთ, თნ ცოტახანში მოსალოდნელ ვიქტორინაზეც ვაფრთხილებდით იქ მყოფებს , სადაც ფიროსმანის "100 კვადრატი" და ფასდაკლების ბარათები თმაშდებოდა.
 რამდენიმე წუთში ჩვენს გარშემო მოგროვდნენ რუსთაველები, ვიქტორინის დაწყების წინ ყველამ ერთად ვიმღერეთ რამდენიმე სიმღერა, შემდეგ კი მოუთმენლად გვაჩქარებდნენ დაგვეწყო ვიქტორინა, სხვა რაღა დაგვრჩენოდა, შევუდექით საქმეს.
 პირველი კითხვა ძალიან სახალისო იყო, (იმედი გვაქვს, გამომცემლობა არ გვიწყენს : ))))) )  კონკურსის მონაწილეებს ვანახეთ ბატონი ბაკურ სულაკაურის ფოტო და მისი ამოცნობა ვთხოვეეთ : )))))) გამარჯვებულს კი ფასდაკლების ბარათ გადავეციით, ასე ხალისიანად მიყვა პირველ კითხვას მეორე, მეორეს მესამე და ასე მანამ, სანამ ფიროსმანიც არ გავათამაშეთ..
გამარჯვებულები დიდი ინტერესით გვეკითხებოდნენ, თუ სად შეიძლებოდა  ფასდაკლების ბარათების განაღდება.
ჩვენდა გასაკვირად ამ ღონისძიებაზეც ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ფერად ქაღალდზე დაბეჭდილმა, გამომცემლობის ლოგოებმა და ღონისძიების დასრულების შემდეგ ისევ ყველა ჩამოგვართვეს და ბედნიერები იკრობდნენ  : )))))))

















No comments:

Post a Comment