31 May 2012

(IV-კცირა) თურმე კითხვა გადასასვლელებში (ე.გ. "პაძემკაში") აკრძალულია..

ერთი სამწუხარო ფაქტი შეგვემთვხა ჩვენი ერთ–ერთი ღონისძიების შესრულებისას, თავისუფლების გადასასვლელში ჩავედით და გვინდოდა ხალხისთვის კითხვისკენ მოგვეწოდებინა, ერთ კედელთან დავდექით და შემობრუნებული წიგნებით ვეცდილობდით გამვლელები დაგვეინტერესებინა, თუმცა ამ დროს ჩვენდა გასაკვირად მოვიდა "დაცვის პოლიცია", რომელთა თქმით თურმე გადასასვლელი კერძო საკუთრება და ჩვენ იქ წიგნის კითხვა და პოპულარიზაცია გვეკრძალება და ადგილის დატოვება მოგვთხოვეს,  ჩვენი გაოცების და კითხვების მიყრის შემდეგ (თუ რატომ აქვს ჩვეულებრივ გამვლელს უფლება გაიაროს და ჩვენ რახან წიგნი გვიჭირავს რატო გავხდით "არაჩვეულებრივები") მათში აგრესია გამოვიწვიეთ, ჩვენმა წიგნებისა  და აკა მორჩილაძის და ნახვაზე არასასიამოვნო საუბარი დაიწყეს: "ეს როგორ უდნა წაიკითხო", "ეგეთ მდარე მწერლებს ჩვენ არ ვკითხულობთ", "ყველა წიგნი ერთ დღეს უნდა დაწვა", " კითხვას სიგარეტის მოწევა გვირჩევნი" "წადით თორე დაგიხევთ მაგ წიგნებს" და ა.შ.. ამ ყველაფერმა ძალიან გაგვაღიზიანა, სირცხვილია, როდესაც არსებობენ ესეთი ადამიანები და მითუმეტეს, როცა მათ შენი დაცვა ევალებათ....
 სამწუხაროდ იმ მოომენტში , როდესაც ადგილის დატოვებას გვთხოვდნენ სურათები ვერ გადავიღეთ, რადგან ფოტოაპარატი, რომ ამომეღო ალბათ თავზე გადაგვაფშხვნიდნენ..









No comments:

Post a Comment