21 May 2012

დაჩქარებული კვირის შემაჯამებელი პოსტი:))))

დღეს არავინ აპირებდა კვირის შემაჯამებელი პოსტის დაწერას, თუმცა ესე მოგვიწია და ცოტა ვჩქაროობ.. ხვალაც ამკვირისთვის რაღც გვქონდა დაგეგმილი, თუმცა როგორც რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ, დღეს უნდა დაგვეწერა რეპორტი : / გული დაგვწყდა , რომ ხვალინდელი ჩვენი ქმედება ამ კვირაში არ ჩაითვლება , თუმცა იქით კვირაში შემოგთავაზებთ მას  :))).  ამ კვირამ უფრო მეტად შემოქმედებითად და გადატვირთულად ჩაიარაა, მიუხედავად შუალედურებისა, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობთ პროექტის გარდაა:)))
   ამ კვირამაც ისე უცებ გაიარაა , თავში აზელილი ფიქრები ვერც ეხლა ვერ დავალაგეთ:). 
ჩვენი პირველი აქტივობა იყო "პერფორმანსი შუქნიშანთან". გავამზადეთ დიდი ბანერი "დროა გაერთო წიგნით", (ეს ფრაზა ჩვენ სლოგანად იქცა) ნიკოლაძედან დავიტვირთეთ ტუმბოებით და მელიქიშვილის შუქნიშანისკენ გავეშურეთ, ცალ ეხელში წიგნითა და მეორეში ტუმბოთი :)  შუქნიშანზე გულმოდგინედ ველოდებოდით წითელი ფერის გაელვებას და ამის შემდეგ ვჯდებოდით შუა გზაზე და ვკითხულობდით წიგნებს , მწვანე ფერის დანახვისთანავე გიჟებივით გამოვრბოდით გზიდან (დიდი ადრენალინი მივიღეთ ამ პერფორმანსიით:))) ისე გავერთეთ და ვისიამოვნედ წასვლა აღარ გვინდოდა და რამდენჯერ გავედით გზაზე არ ვიციი .. : )))))  გარშემო ადამიანები გაკვირვებულები გვაკვირდებოდნეენ და ჩვენ ეს მოგვწონდა! : ))) ერთადერთი რაც დაგვაკლდა წითელი ფერის ნაკლებობა იყო შუქნიშანზე..
 დღეს ნინო ნადიბაიძემ დღის შოუში ჩვენს პერფორმანსზე ილაპარაკა:) http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=21-05-2012%2014:07



ნახეთ ჩვენი ვიდეო იუთუბზე:
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=rhwl70ubnws#!




   მეორე ღონისძიება კაფე გალერიში გაიმართა, ახალგაზრდა მწერლების საღმო, სადაც ცოცხალი მუსიკა და აქტიური მაყურებლები იყვნენ. გუნდის წევრებმა გადავწყვიტეთ ჩვენი საყვარელი წიგნის ფურცლები ვყოფილიყავით და ხელები ავიჭრელეთ წიგნიდან ამონარიდი ფრაზებით და მაიკებზე მივიკარით "მე ვარ წიგნის ფურცელი",  მოსულ საზოგადოებასაც შევთავაზეთ გამხდარიყვნე საყვარელი წიგნის ფურცლები.  სტუმრებს მაგიდაზე დახვდათ ფურცლები, სადაც ეწერა ფრაზა (მე ვარ წიგნის ფურცელი) და ამფრაზით უნდა დაეწერათ პატარა ესსე ,  რაღა დაგიმალოთ და მშვენიერი რაღაცეები დაწერეს, გამარჯვებულს ორჰან ფამუქის "მე წითელი მქვია" გადავეცით, ხოლო ორიგინალური ნაწერების ავტორებს ფასდაკლების ბარათები, ასევე  გუნდ "იოტას" წევრსაც გადავეცი ფასდაკლების ბარათი და ამით მადლობა გადავუხადეთ, რომ მოვიდნენ ჩვენს ღონისძიებაზე და კარგი ჩანაწერიც დაგვიწერეს:))
საღმოს მუსიკალურად  აფორმებდა ახალგაზრდა მუსიკოსი,  ბექა ბაღაშვილი, რომელმაც საკუთარი სიმღერები შეასრულა.
კაფე გალერის მენეჯერს ძალიან მოეწონა ჩვენი საღმო და შემდგომში თანამშრომლობაც შემოგვთავაზა.




ძალიან გვინდოდა ხვალინდელი გეგმებიც ამ კვირას დაკავშირებოდა, თუმცა შეცვლილმა გრაფიკმა აგვირდაგვირია ყველაფერი:/. 
მეორე კვირამ უფრო მეტი შემართება და მონდომება გაგვიჩინა და დარწმუნებულები ვართ, რომ შემდეგ კვირებში უფრო და უფრო გავღვივდებით.

No comments:

Post a Comment