რაც ამ 15 წუთში შეგვეძლო ჩავეტიეთ და დისკუსია მოვაწყეთ, ლექტორებმა შემოგვთავაზეს უარის თქმა და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, თუმცა რატომ უნდა ჩაგვეყარა წყალში მათი ღონისძიება და ამიტომ გადავწყვიტეთ ბავშვებს მიეღოთ მონაწილეობა, უბრალოდ მხიარული ელემენტები შეგვეტანა, რადგან პირდაპირ ჩვენი გუნდის ჯგუფში მოდიოდნენ. გადავწყვიტეთ ვითომ ხატვის წინ გვჭირდებოდა მედიტაცია და ვარჯიში. წრეში დაჯდნენ ბავშვები და თვალებ დახუჭულები ცოტახანი რაღაცეებს მედიტირებდნენ, შემდეგ ხატვის დაწყების წინ ივარჯიშეს და ამ ყველაფრის მერე შეუდგნენ ხატვას, ლექტორებმაც კი დახატეს ერთი ორი ნახატი, რამდენიმე ნახატი მართლა ძალიან კარგი გამოვიდა, მოსულ სტუმრებსაც მოეწონათ და ჩვენს მიერ შემოყვანილ ლექტორებთან ერთად გამოავლინეს 2 გამარჯვებული, რომლებსაც სამხატვრო წიგნები გადასცეს. ღონისძიების დასრულების ჩემდეგ ვუთხარით, რომ ჩვენ ესეთი უცნაურები არ ვართ და არ ვმედიტირებთ ხატვის დაწყების წინ: ))) უბრალოდ ისინი თავისდა უნებურად მოხვდნენ ჩვენ გუნდთან, ამის შემდეგ მათ გაღიმებული სახეებით ტაშიც დაგვიკრეს.
(ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხიარულად ჩაიარა ყველაფერმა, თუმცა გუნდი "თარო" ძლიან განაწყენდა ამ ამბის გამო)
No comments:
Post a Comment