08 May 2012

პირველი გასვლა ხალხში : )

  დღეს გადავწყვიტეთ ხალხში გავსულიყავით საზოგადოებას გავცნობოდით გუნდის სახელით და სტიკერები დაგვერიგებინა "მე მიყვარს კითხვა", სამწუხაროდ იმედები გაგვიცრუვდა როცა ახალგაზრდების ცოტა უგულო დამოკიდებულება დავინახეთ.
 ჩვენს კითხვაზე: "გიყვართ თუ არა კითხვა" უმრავლესობის პასუხი იყო არა ან ისე რა :S . დიდი იმედი გვაქვს, კონკურსი "წიგნების თაობა" დიდ წინსვლას მოგვიტანს ამ საკითხში: )).   (მაგრამ არ შემილია არ აღვნიშნო ის ადამიანები, რომლებიც სიხარულით გვხვდებოდნენ და სიამოვნებით იკრავდნენ ჩვენს სტიკერებს )

სტიკერები დავარიგეთ სკოლებსა და უნივერსიტეტებთან და შევეცადეთ მოწოდებასთან ერთად ჩვენი გუნდიც წარგვედგინა საზოგადოებისთვის.
სასიამოვნო დღე იყო მადლობას ვუხდი დახმარებისთვის ჩემს მეგობრებს : ))

No comments:

Post a Comment